დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების 5 სხვადასხვა სტრატეგია, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდის შექმნისა და გამოყენების სახელმძღვანელოს. ეს რესურსები ძალიან საინტერესოა და გამოგვადგება როგორც პროექტებზე მუშაობისას, ისე სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვასა და სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.
суббота, 17 июня 2017 г.
пятница, 16 июня 2017 г.
დღე მესამე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის დაგეგმვას,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,რაც დამეხმარა საკუთარ პროექტზე მუშაობისას. ვიმუშავე საგნობრივ სტანდარტებზე, შევარჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო სტანდარტები და შევადგინე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
воскресенье, 11 июня 2017 г.
დღე მეორე
დღევანდელ ტრენინგზე მივიღე მეტად სასარგებლო ინფორმაცია ჩემთვის. ვისწავლე ბლოგის შექმნა,გავეცანი პროექტის მოთხოვნებს,პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და ბუკლეტების შაბლონებს. მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ და დავნერგავ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში. ტრენერისგან მივიღე სასარგებლო რჩევები,რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას.
მე და პროექტი
მე ვფიქრობ განვახორციელო პროექტი "გაცოცხლებული ზღაპრები", რომელიც განუვითარებს მოსწავლეებს მეტყველებას,ისინი შეძლებენ მიზანმიმართულ კითხვას,გაითვალისწინებენ მიმიკებს და ინტონაციას,წარმოაჩენენ ემოციებსა და ფანტაზიებს თავისუფალ გარემოში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მეცხრე დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მეექვსე მოდულიდან მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვას და მერვე მოდულიდან პრეზენტაციის მოდელებს. დღეს დავასრულ...
-
საქაღალდის ბმული
-
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, გავწერე პროექტის პროცედურები,დავინახე მართებული ხედვა ამ საკითხ...