вторник, 27 июня 2017 г.

დღე მერვე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული. გავაგრძელეთ საუბარი შეფასებებზე, გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას თავისი ჩეკლისტებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავხვეწეთ. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს თავისი რესურსებით.

понедельник, 26 июня 2017 г.

დღე მეშვიდე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები. შევქმენით კოლაბორაციული შეფასების სქემა, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგი იქნება საგაკვეთილო პროცესშიც. განვიხილეთ ტესტების საჭიროებები და გავეცანით ნიმუშებს. დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკაზე მიზნიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ინდიკატორები და კრიტერიუმები.

четверг, 22 июня 2017 г.

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე ინფორმაციულად მნიშვნელოვნად  დატვირთული იყო. ვისწავლე ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის ატვირთვა და დრაივზე ატვირთული პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება, შევქმენი მოსწავლის ნიმუში და დავგეგმე შეფასებები მოსწავლის ნამუშევრის მიხედვით.კიდევ ერთხელ შევქმენი ჩეკლისტი და მოვახდინე ამ მასალის განმტკიცება. განვახორციელეთ აქტივობა დაწყვილდი-დაფიქრდი-გაუზიარე,რაც ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო.

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


среда, 21 июня 2017 г.

დღე მეხუთე

დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, გავწერე პროექტის პროცედურები,დავინახე მართებული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით,ვისაუბრეთ უკუკავშირის მეთოდებზე, რაც ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელი  იყო ჩემთვის.

суббота, 17 июня 2017 г.

დღე მეოთხე

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების 5 სხვადასხვა სტრატეგია, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდის შექმნისა და გამოყენების სახელმძღვანელოს. ეს რესურსები ძალიან საინტერესოა და გამოგვადგება როგორც პროექტებზე მუშაობისას, ისე სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვასა და სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.

пятница, 16 июня 2017 г.

დღე მესამე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის დაგეგმვას,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,რაც დამეხმარა საკუთარ პროექტზე მუშაობისას. ვიმუშავე საგნობრივ სტანდარტებზე, შევარჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო სტანდარტები და შევადგინე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 

воскресенье, 11 июня 2017 г.

დღე მეორე

დღევანდელ ტრენინგზე მივიღე მეტად სასარგებლო ინფორმაცია ჩემთვის. ვისწავლე ბლოგის შექმნა,გავეცანი პროექტის მოთხოვნებს,პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და ბუკლეტების შაბლონებს. მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ და დავნერგავ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში. ტრენერისგან მივიღე სასარგებლო რჩევები,რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას.

მე და პროექტი

მე ვფიქრობ განვახორციელო პროექტი "გაცოცხლებული ზღაპრები", რომელიც განუვითარებს მოსწავლეებს მეტყველებას,ისინი შეძლებენ მიზანმიმართულ კითხვას,გაითვალისწინებენ მიმიკებს და ინტონაციას,წარმოაჩენენ ემოციებსა და ფანტაზიებს თავისუფალ გარემოში.

მეცხრე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მეექვსე მოდულიდან მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვას და მერვე მოდულიდან პრეზენტაციის მოდელებს. დღეს დავასრულ...