დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მეექვსე მოდულიდან მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვას და მერვე მოდულიდან პრეზენტაციის მოდელებს. დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ ბლოგზე. ძალიან საინტერესო დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული. ინტელის ტრენინგ კურსმა მომცა სურვილი იმისა, რომ განვახორციელო პროექტ გაკვეთილები, რაც ძალიან მახარებს და რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ენერგიულ და პასუხისმგებლიან ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს.
ჩემი პროექტების პორტფოლიო
понедельник, 3 июля 2017 г.
вторник, 27 июня 2017 г.
დღე მერვე
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული. გავაგრძელეთ საუბარი შეფასებებზე, გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას თავისი ჩეკლისტებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავხვეწეთ. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს თავისი რესურსებით.
понедельник, 26 июня 2017 г.
დღე მეშვიდე
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები. შევქმენით კოლაბორაციული შეფასების სქემა, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგი იქნება საგაკვეთილო პროცესშიც. განვიხილეთ ტესტების საჭიროებები და გავეცანით ნიმუშებს. დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკაზე მიზნიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ინდიკატორები და კრიტერიუმები.
четверг, 22 июня 2017 г.
დღე მეექვსე
დღევანდელი დღე ინფორმაციულად მნიშვნელოვნად დატვირთული იყო. ვისწავლე ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის ატვირთვა და დრაივზე ატვირთული პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება, შევქმენი მოსწავლის ნიმუში და დავგეგმე შეფასებები მოსწავლის ნამუშევრის მიხედვით.კიდევ ერთხელ შევქმენი ჩეკლისტი და მოვახდინე ამ მასალის განმტკიცება. განვახორციელეთ აქტივობა დაწყვილდი-დაფიქრდი-გაუზიარე,რაც ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო.
среда, 21 июня 2017 г.
დღე მეხუთე
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, გავწერე პროექტის პროცედურები,დავინახე მართებული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით,ვისაუბრეთ უკუკავშირის მეთოდებზე, რაც ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელი იყო ჩემთვის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მეცხრე დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მეექვსე მოდულიდან მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვას და მერვე მოდულიდან პრეზენტაციის მოდელებს. დღეს დავასრულ...
-
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, გავწერე პროექტის პროცედურები,დავინახე მართებული ხედვა ამ საკითხ...
-
საქაღალდის ბმული
-
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები...